აჭარაში ტურისტების ზრდას ელიან

თბილისი (BPI) -“აჭარაში ტურიზმი ერთ-ერთი ძირითადი სექტორია. ინვესტორების ინტერესი დიდია და ეკონომიკური განვითარების ჩვენი ხედვა სხვა სფეროებთან ერთად სწორედ ტურიზმისუფრო გაძლიერებას გულისხმობს“ – ეს განცხადება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ვალონიის ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.
ოფიციალურ შეხვედრაზე მინისტრმა ვალონიის ტურიზმის სამსახურის უფროსის მოადგილეს პიერ კოენეგრაჩის და ტურიზმის ექსპერტს მიშელ ჟანოვსკს აჭარის ეკონომიკური და საინვესტიციო პროცესები გააცნო.
მხარეებმა აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტების პერესპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აჭარასა და ვალონიას შორის სამომავლო ურთიერთანამშრომლობა, ორმხრივი პირდაპრი ფრენების საკითხი და უძრავი ქონების პრივატიზების თემა განიხილეს.

შემთხვევითი სიახლე

მინისტრი სახელმწიფო საწარმოების გასხვისების ინიციატივით გამოდის

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მან ქართული ეკონომიკის დიაგნოსტიკა ჩაატარა  და  აღმოაჩინა მთავარი ნაკლოვანება …