ივლისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 265 ფაქტი გამოვლინდა

თბილისი (BPI) – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის ივლისში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 265 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 21 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 69 ფაქტი გამოვლინდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 37 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში – 26 ფაქტი, გურიაში – 9, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 18, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 27 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში -1 ფაქტი, შიდა ქართლში – 33, ქვემო ქართლის მასშტაბით – 11 ფაქტი, ხოლო კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 34 ფაქტი დაფიქსირდა.

სულ ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2352 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 61 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 4 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

შემთხვევითი სიახლე

ეკონომიკის სამინისტრო ანალიტიკოსთა ჯგუფს აყალიბებს და კონკურსს აცხადებს

თბილისი (BPI) – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს ანალიტიკოსთა ჯგუფს აყალიბებს და შესარჩევ კონკურსს აცხადებს. …