ივანიშვილმა ბესელიას ვერ გაუგო

თბილისი (BPI) -„გუნდის დამოკიდებულების გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ეკა ბესელიას არჩევის საკითხი“, –  მმართველი პარტიის თავმჯდომარემ  მოსამართლეების არჩევის და ბესელიას კომიტეტიდან წასვლის  ამბავი მოყვა.

„რამდენიმე კვირის განმავლობაში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხი და მმართველ გუნდში არსებული სირთულეები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, თავს ვალდებულად მივიჩნევ საზოგადოებას გავუზიარო ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხების შესახებ.28-დან მხოლოდ 10 მოსამართლეა წარმოდგენილი, რაც ხელს უშლის სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას. აქედან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სურვილს, სწრაფად წარმოედგინათ მოსამართლეობის კანდიდატები, ჰქონდა ობიექტური საფუძველი“, – აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში. 

ამასთან აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომაროების მოადგილედ ბესელიას გადანაცვლება ზაფხულში გადაწყვიტეს . შესაბამისად მისთვის  ეკას არგუმენტები გაუგებარი დარჩა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …