ucuz paykwik sportwetten paykasa

ისტორიული მოვლენა ქართულ ენერგეტიკაში

თბილისი (BPI) – ისტორიული მოვლენა საქართველოს ენერგეტიკაში. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ ორი მიმართულებით დაიწყო სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის განხორციელება.

კომპანიის ინფორმაციით, 5 თებერვალს, დაიწყო ელექტროენერგიის ტრანზიტი რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით, სადაც დღე-ღამეში საშუალოდ 30 მეგავატი სიმძლავრის გადადინება ხდება. 7 თებერვალს კი დაიწყო დაახლოებით 80 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელება აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით. აღნიშნული ტრანზიტების განხორციელებით, საქართველო ყოველთვიურად დაახლოებით, 1 მლნ. ლარის შემოსავალს მიიღებს.

შემთხვევითი სიახლე

ანაკლიის კონსორციუმს ბარკალაია შეურთდა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გუნდს გიორგი ბარკალაია შეურთდა თბილისი (BPI)- ანაკლიის პორტის მშენებელი კომპანიის გუნდი იზრდება …