ქართული “იშ ბანკი” ზარალს ითვლის

თბილისი (BPI) –  არარეზიდენტების მფლობელობაში არსებულ რეზიდენტ ბანკებს  აქტივები და შემოსავლები უმცირდება.

თურქულ „იშ ბანკის“ აქტივებმა  აპრილ-მაისში  183 მლნ -მდ დაიკლო (Q1.2018 – ₾197 მლნ; Q1.2017 – ₾223 მლნ ). საკრედიტო პორტფელი, 1 ივნისისთვის (01.06.2018) 128 მლნ ლარს შეადგენს (Q1.2018 –₾153 მლნ Q1.2017 – ₾184  მლნ)

ბანკმა იანვარ-მაისში საქართველოში საქმიანობით 1 მლნ-მდე იზარალა.

ამ დროისთვის ბაზარზე  0.5%-იანი წილით არის წარმოდგენილი.  გასულ წლებში 1%-ზე ნაკლები არ ჰქონია.

თურქულმა İşbank-მა საქართველოში საქმიანობა  ბათუმის ფილიალით დაიწყო, ლიცენზია 2012  წლის 13 ივლისს მიიღო. მოგვიანებით ბაზრის დამოუკიდებელ წევრად ჩამოყალიბდა.

აქციონერები არიან თურქეთის იშბანკის საპენსიო ფონდი (40.2%) და რესპუბლიკური სახალხო პარტია (ათათურქის პარტია -28%), რომელთა ლიდერები (სელიხთინ დემირთაშე, ქემალ ქილიჩდაროღლუ) ერდოღანის რეპრესიებში მოყვნენ.

ბანკი 1924 წელს არის დაფუძნებული.

შემთხვევითი სიახლე

ბაზარს საცალო დაკრედიტების გაჯანსაღების არ სჯერა

თბილისი (BPI) – საცალო დაკრედიტების “გაჯანსაღებით”, ეკონომიკის 3%-იან ვარდნაზე,  საბანკო და მისი თანამოაზრე 10  ასოციაციის …