ირაკლი კობახიძე: ლართან დაკავშირებით მთავრობასთან მუდმივი კონსულტაციები გვაქვს

თბილისი (BPI) – პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მთავრობას ლარის კურსთან დაკავშირებით სათანადო გეგმა აქვს.

„ლართან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, მუდმივი კონსულტაციები მთავრობასთან, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. მათ აქვთ სათანადო გეგმა იმისათვის, რომ უზრუნველყონ სტაბილურობა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიზანი იქნება მიღწეული“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად საერთაშორისო დონეზე არსებული უარყოფითი ფაქტორებისა, ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკით ლარის სტაბილურობა უზრუნველყოფილ იქნება. „არის არაერთი გარემოება საერთაშორისო დონეზე, რომელიც, ასე ვთქვათ, ქმნის გარკვეულ უარყოფით ტენდენციებს, თუმცა, დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად, სტაბილურობა იქნება უზრუნველყოფილი და ასევე, იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო ტენდენციებიც იქნება ჩვენთვის სახარბიელო“, – განაცხადა კობახიძემ.

შემთხვევითი სიახლე

ემოციური ბმა ბრენდსა და მომხმარებელს შორის

თბილისი (BPI) – “სილქნეტმა” 153 მილიონად შეძენილი “ჯეოსელი”  თავისი ბრენდის ქვეშ მოაქცია. ბრენდის ვიზუალურ,  სახცვლილებაზე, …