iPhone+-ის დამფუძნებელები მამუკა ბახტაძეს ღია წერილით მიმართავენ

თბილისი (BPI) – კომპანია iPlus-ის ( iPhone+ ) დამფუძნებელები მამუკა მარგიშვილი და რამაზ შეყილაძე მამუკა ბახტაძეს ღია წერილით მიმართავენ.

“როგორც საქართველოში მოღვაწე მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს მთავრობის გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებს.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ძალზედ დიდი სიმპათიით და იმედით ვართ განწყობილი თქვენი გადაწყვეტილებების მიმართ, რომელიც თქვენი ფინანსთა მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ გაბედულად მიიღეთ!

მიგვაჩნია რომ თქვენ ხართ ფრიად მოაზროვნე და მონდომებული, ენერგიული, თანამედროვე ფინანსთა მინისტრი, ფაქტობრივად სწორედ ისეთი როგორიც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, თუმცა კრედიტებთან და განვადებებთან დაკავშირებით მიღებული თქვენი გადაწყვეტილება რის მიხედვითაც ბანკებს შეეზღუდათ კრედიტების გაცემა მოქალაქეებზე ჩვენი შეხედულებით იყო ნაჩქარევი ! კერძოდ ჩვენის აზრით ადამიანებს კი არ უნდა შეზღუდვოდათ და გართულებოდათ კრედიტის მიღება ბანკისაგან და უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნილიყო საზოგადოება და მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესი, არამედ ბანკებს უნდა დაწესებოდათ პროცენტული ზღვარი და დღეს არსებული ფაქტობრივი 20% ის ნაცვლად ყოფილიყო მაქსიმუმ 7ან 8% დაწესებული! დღეს მივიღეთ ის რომ ადამიანები ვეღარ ყიდულობენ პროდუქციას განვადებით ან ვეღარ გამოაქვთ კრედიტები, რადგან 80% განვადება ან კრედიტი არ უმტკიცდება, შესაბამისად კომპანიებს შეუმცირდათ გაყიდვები ამ უკანასკნელი გადაწყვეტილების გამო, რაც ისევ მცირე და საშუალო ბიზნესს ურტყავს ცუდად და შესაბამისად ადამიანების ჯიბეს პროპორციულად ! ამიტომ გადაწყვეტილების გადახედვას გირჩევთ ბატონო მამუკა და მის სხვა ისეთი გადაწყვეტილებებით შეცვლას რაც მართლაც საოცრად და უსამართლოდ გაქსუებულ და არასამართლიანად გამდიდრებულ ბანკებს შეზღუდავს და არა ბიზნესმენებსა და მოქალაქეებს !

აქვე გვინდა აღვნიშნოთ რომ ქვეყანაში არსებული დღევანდელი ეკონომიკურად დაუბალანსებელი მდგომარეობა ბანკების აურაცხელმა მოგებამ და ბანკირების მხრიდან თანხის საკუთარ ჯიბეში არაკეთილსინდისიერად გადაქაჩვამ მოახდინა! ანუ გამდიდრდნენ ბანკირები და 4 მილიონი ადამიანი გაღატაკდა, ანუ ამ 4 მილიონი ადამიანის ფულმა გადაინაცვლა ბანკირების ჯიბეში, სწორედ ამიტომ აუცილებელია მიღებულ იქნეს შემდეგი გადაწყვეტილებები:

1) დაწესდეს მაქსიმალური ზღვარი ბანკის მიერ გაცემულ ყველა ტიპის კრედიტზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 7-8% ს ( არავითარი საკომისიო და ვირეშმაკული, თაღლითური სხვა ფარული გადასახადები)!

2) დაწესდეს სიმდიდრის გადასახადი , მაგალითად კომპანიას ან ფიზიკურ პირს თუ აქვს 2 მილიონზე მეტი მოგება (მოგება და არა ბრუნვა ) , მოგების გადასახადი გადაიხადოს 30% ნაცვლად დღევანდელი 15% ისა! ასევე დივიდენდი 5% ის ნაცვლად გაიზარდოს 20% მდე! მხოლოდ მდიდარ ადამიანებზე და კომპანიებზეა საუბარი, 2 მილიონ პლუს მოგებით! (ამ გადაწყვეტილებით შესაძლოა გაიქცეს 2-3 წუწკი ბიზნესმენი, ისევე როგორც ეს მოხდა საფრანგეთში, მაგრამ დვრჩებით ისინი ვისაც გვჯერა ჩვენი ქვეყნის განვითარების და წარმატების!)

3) მეწარმეებს 1 მილიონამდე ბრუნვაზე მოეხსნას დღგ-ის და მოგების გადასახადი, ჩაითვალონ მცირე მეწარმეებად და გადასახადი ფიქსირებული ჰქონდეს საერთო შემოსავლის 1% (ნაცვლად 500 000-იანი ზღვარისა რომელიც ახლა შემოდის), რადგან მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება დღეს ჰაერივით სჭირდება ქვეყანას !

4) აეკრძალოს ყველა ბანკირს და ბანკს სხვა არაპროფილური კომპანიის ფლობა! ასევე მხოლოდ აუქციონის წესით მოხდეს ბანკის მიერ გასხვისება ისეთი ქონების რომელსაც მოვალეს ჩამოართმევს (ანუ არაპროფილური საქმიანობა) და მხოლოდ ქეში აიღონ და არა ბიზნესი წაართვან და თავად აწარმოონ, რადგან დღეს ბანკირების უმეტესობამ იცის ყველა ბიზნესისა და ბიზნესმენის საქმიანობის პრინციპი, რადგან 95% ბიზნესს კრედიტი აქვს ბანკში და შესაბამისად ბანკს აქვს ინფორმაცია და წვდომა დეტალური ყველა ბიზნესის სრულ ბუღალტრულ დოკუმენტებსა, ინვოისებზე და მომგებიანობაზე და იგი ბოროტად იყენებს ამ ინფორმაციას, ან პირველივე კომპანიის გასაჭირის დროს ჩასაფრებულია და ართმევს ბიზნესს ან თავად ხსნის მსგავს ბიზნესს როდესაც ხედავს რომ მომგებიანია, რადგან სრულად აქვს წვდომა და უფასო ინფორმაცია კომპანიის ყველა სტრატეგიულ მოძრაობაზე ბანკირების ნაწილმა უკვე ყველა სფეროში ჩაყო მისი მსუნაგი თათი, აღარ დატოვეს პროფილი სადაც არ აქვთ წილები და ბიზნესები, რამაც გამოიწვია სხვა ბიზნესების გაკოტრება ან ჩამორჩენა და მხოლოდ ბანკის და ბანკირების მიერ წარმოებული მსგავსი ბიზნესების განვითარება, ბანკირების ამ არაკეთილსინდისიერი გზით მიღებული პრივილეგიების ფონზე!

რაც კიდევ უფრო კომიკურია ამ მსუნაგ ბანკირებს საკუთარი თავი ჭკვიანი ჰგონიათ, ანუ ქურდები და მსუნაგები რომ არიან და მოპარული ინფორმაციით დაიწყეს სხვადასხვა ბიზნესი და მოპარული ინფორმაციით გამდიდრდნენ ამას საკუთარ ნიჭიერებას მიაწერენ.

აღნიშნული ოთხი ცვლილება ძალზედ მნიშვნელოვანია ელემენტარული ბალანსისათვის, დღეს არსებულ ბანკების მონოპოლიზირებული და ყაჩაღური მოღვაწეობის ოდნავ შესასუსტებლად და მცირე და საშუალო ბიზნესის მცირედ განსავითარებლად!

ჩვენთვის როგორც საქართველოში მოღვაწე ბიზნესის წარმომადგენლებისათვის, ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა, რაც პირდაპირ პროპორციულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან!

ჩვენ იმედს ვიტოვებთ ბატონო მინისტრო რომ გადახედავთ ჩვენს მიმართვას და ასევე იმედს ვიტოვებთ რომ სრულიადაც გაითვალისწინებთ მას!” – ნათქვამია წერილში.