ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასთან მემორანდუმი გააფორმა

თბილისი (BPI) – ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმის მიზანია საუნივერსიტეტო/საგანმანათლებლო სფეროში ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა, ასოციაციის დამფუძნებელ უმაღლეს სასწავლებლებსა (საქართველოს უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი) და სააგენტოს შორის მჭიდრო და გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება.

განათლების სამინისტროს ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის პროექტებში ჩართულ პირთა წვდომა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიასთან, ,,Boot Camp” ბანაკებში ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების სტუდენტთა მონაწილეობის ხელშეწყობა, სტუდენტებში სასწავლო და სამეცნიერო მოტივაციის გაღვივება, რელევანტური ხასიათის სამეცნიერო ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, სასწავლო პროცესში ტექნოპარკის სპეციალისტების მოწვევა და მასტერკლასების ჩატარება.

https://www.ug.edu.ge/

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …