ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2 მლრდ-ის პროექტებს ჩაიბარებს

თბილისი (BPI) – რიკოთის რეაბილიტაცია 1 წლით გადავადდება თუ 2 წლით,  მცირე მთავრობა ეკონომიკაში წილით იზომება და სამინისტრობის სიმცირით,   სოციალური ხარჯები უფრო პრიორიტეტულია თუ მწვანე ეკონომიკა, – მთავრობის ნდობის გამოცხადებამდე, პრიორიტეტები პოზიცია -ოპოზიციის დავის საგანი გახდა.

ფისკალური ჩარჩო ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ნიკოლოზ გაგუამ  წარმოადგინა, ასევე  განახლებული მთავრობის პრიორიტეტები : 1) სოციალური მიმართულება; 2) ინფრასტუქტურა; 3) თავდაცვა.

მან ოპოზიციას მცირე მთავრობის კონცეფცია განუმარტა,  სახელფასო ხარჯების ფარდობა მშპ-სთან, რაც 4.3%-ია და საგაისოდ დაგეგმილი 3.9%-ის მიღწევის შემდეგ,  2018 წელს ნდობაგამოცხადებული მთავრობა  ისტორიიულად   ყველაზე მცირე იქნება.

მან საგარეო ვალის ტვირთის სიმძიმეზე ოპოზიციის   განცხადებებსაც უპასუხა. მშპ-სთან ვალის ფარდობის  44% -იანი კოეფიციენტი მოიხმო და კლებადი ტრენდი. თქვა, რომ  I კვარტლის მდგომარეობით, 42%-ს ჩამოცდება.

კაბინეტ შემცირეებული  მთავრობა, მამუკა ბახტაძის   მმართველობით, ინფრასტრუქტურული მშენებლობის გაშლას  აპირებს.  ქეისმა 9 მლრდ-ს უნდა გადააჭარბოს. წამყვანი სამინისტროს ეკონომიკის ნაცვლად , ინფრასტრუქტერის იქნება, რომელიც 2 მლრდ-ზე მეტი ღირებულების პროექტებს გადაიბარებს.

ინფრასტრქუტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცკიტიშვილმა  საპარლამენტო კომიტეტების კენჭისყრამდე,  პროექტები დეტალურად წარმოადგინა.

გაერთიანებული სხდომა მთავრობის მხარდამჭერი კენჭისყრით დასრულდა.

 

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …