ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს მაია ცქიტიშვილი დაიკავებს

თბილისი (BPI) – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ზურაბ ალავიძეს მაია ცქიტიშვილი ჩაანაცვლებს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია.

ცქიტიშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ  ზურაბ ალავიძემ კერძო სექტორში დაბრუნების თხოვნით მიმართა და პოსტზე დარჩენაზე ვერ დაიყოლია.

რაც შეეხება მაია ცქიტიშვილს, ის 2012 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.

შემთხვევითი სიახლე

თამბაქოს კონტროლის ალიანსი თამბაქოს კანონში ცვლილებებს არ ეთანხმება

თბილისი (BPI) – თამბაქოს კონტროლი ალიანსი ჯადაცვის კომიტეტის მიერ თამბაქოს კონტროლის კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტს …