“ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას იწყებს

თბილისი (BPI) – სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციას იწყებს.

კოლეჯის ცნობით, რეგისტრაცია 10 აპრილიდან დაიწყება.

ყველა დაინტერესებულ პირს (მათ შორის სსსმ და შშმ პირებს) ეძლევა შესაძლებლობა სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს ქვემოთ ჩამოთვლილ პროგრამებს:

  1. ვებ ინტერფეისის დეველოპერი.
  2. საგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინერი.
  3. ინფორმაციის ტექნოლოგია
  4. კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი.
  5. სამგანზომილებიანი გრაფიკის სპეციალისტი (გენერალისტი).
  6. ვებ ინტერფეისი დიზაინერი.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, დარეგისტრირებულმა აპლიკანტმა, სწავლის დასაწყებად უნდა გაიაროს ტესტირება უცხოურ ენასა და უნარებში. სსსმ და შშმ პირები ისარგებლებენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირების ფორმებით, რომელიც მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ შეფასდება.

საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს.

სასწავლებელი აღჭურვილია განახლებული ინფრასტრუქტურით და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ადაპტირებულია სსსმ და შშმ პირებისთის. დაკომპლექტებულია კვალიფიციური, გადამზადებული პედაგოგებითა და  ინკლუზიური  პროფესიული განათლების სპეციალისტებით.

ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ პროფესიული სტუდენტების სტაჟრებასა და წარმატებული კურსდამთავრებულების დასაქმებას.

სსიპ  საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიასთან“ დაკავშირებით ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: www.itvet.ge

შემთხვევითი სიახლე

„არემჯის“ მხარდაჭერით სტუ-ში გეოლოგების სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

თბილისი (BPI) – დღეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების მიერ ორგანიზებული მე-4 …