ზოგადი განათლება და კრიტიკული აზროვნება – წარმატებული ახალი თაობისთვის

თბილისი (BPI) – თუ შვილის ზოგადი განათლება გაღელვებთ, თუ გსურთ მას კრიტიკული უნარები გამოუმუშავოთ, მაშინ პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აუცილებლად უნდა ესტუმროთ “ლეტერატოს”. აზროვების აკადემია სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა და იქ არსებული თავისუფალი გარემო, თანამედროვე პედაგოგების დამოკიდებულება თქვენს შვილს ნამდვილად ჰპირდება აზროვნების გაუმჯობესებას.

მხოლოდ პედაგოგები და გარემო საქმეს ნამდვილად ვერ შველის. მიამიტური განწყობა არც “ლეტერატოს” დამფუძნებელს ჰქონია. აკადემიის დაარსებამდე ჯერ სპეციალური მოდულები შეიმუშავა, მოძებნა შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანები და პირველი ნაბიჯიც გადაიდგა.

“ლეტერატოს” დამფუძნებელი თამარ რაზმაძე განათლების სისტემას არ აკრიტიკებს, მაგრამ ზუსტად იცის, რომ შესაბამის უნარებს მოზარდები ხშირ შემთხვევაში სკოლაში ვერ იღებენ. გარკვეული პასუხები მოუძებნა კითხვებს რატომ არ კითხულობენ ბავშვები, რა სჭირდებათ ამა თუ იმ საკითხზე ინტერესის გასაღვივებლად, რატომ არის საჭირო განათლება, რაში გვეხმარება ინტელექტუალური გამბედაობა…

ამ კითხვებიდან გამომდინარე სასწავლო პროგრამაც “ლეტერატოს” ირგვლივ შეკრებილ ადამიანებთან ერთად შექმნა. ამბობს, რომ პროგრამა შედგენილია ინოვაციურ მიდგომებზე დაყრდნობით და მოიცავს სწავლების ინტერაქტიულ პროცესში თამაშების, სიმულაციების, ქეისებისა და დებატების ელემენტებს.

“ძირითადად 2 მიმართულებაზე ვმუშაობთ, პირველი ეს არის ზოგადი განათლების მიღება, მეორე საჭირო უნარ-ჩვევებით მოზარდების აღჭურვა”.

აკადემიაში ორი ასაკობრივი ჯგუფია – V-VIII და IX-XII კლასელებისთვის, სამი კლასი – წიგნები და წიგნიერება, კრიტიკული აზროვნება და ლოგიკა, და ხელოვნების ისტორია. პირველი ორი კლასი ერთ პაკეტშია, ხელოვნების ისტორია – ცალკე.

თამარი ამბობს, რომ მოსწავლეები გაეცნობიან მსოფლიო დონის შედევრებს, შემდეგ კი მოხდება ამ შედევრების ანალიზი-გარჩევა, ეს ინფორმაცია კი მათ სახალისო ფორმატით, ქეისებისა და სიმულაციების სახით მიეწოდებათ.

“გამოქვაბულის დონის მხატვრობიდან თანამედროვე მხატვრობამდე ყველა მასალას გაივლიან. შესაბამისად, ბავშვები ისწავლიან ანალიზს, გაუუმჯობესდებათ გემოვნება და შემოქმედებითი უნარები. კრიტიკული აზროვნება ახალია ჩვენთვის და მნიშვნელოვანია. შესაბამისად, დროა, ის დაინერგოს. კრიტიკული აზროვნების სტანდარტების მიხედვით, ასეთ შემთხვევაში მოზარდებში ყალიბდება ინტელექტუალური სიმამაცე, იზრდება ინტელექტუალური ობიექტურობა, რაც მნიშვნელოვანია ადამინის ჩამოსაყალიბებლად,” – ამბობს “ლეტერატოს” დამფუძნებელი.

აკადემიის შექმნის ინსპირაცია Pisa-ს კვლევები იყო, რომლის მიხედვითაც საქართველოში სკოლის ასაკის მოსწავლეები წაკითხულის გააზრებას ვერ ახერხებენ.

სწორედ ამიტომ „ლეტერატოს“ გუნდი იმუშავებს როგორც მოზარდების ზოგადი განათლების ამაღლებაზე, ასევე მათ აღჭურვაზე ლოგიკური, საპრეზენტაციო, საკომუნიკაციო, შემოქმედებითი და სწრაფად აზროვნების უნარებით.

მოსწავლეები დაეუფლებიან ლოგიკას, არგუმენტირებულ მსჯელობას, გაეცნობიან მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს, შეძლებენ წაკითხულის უკეთ გააზრებას და შეისწავლიან ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობას. სწავლების მიმდინარეობისას ისინი შეხვდებიან სხვადასხვა სფეროში მოღვაწე საინტერესო ადამიანებს, რომლებიც მათ საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

„დღევანდელ დღეს, როდესაც ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობა პრობლემას აღარ წარმოადგენს, მომავალი თაობებისათვის ინფორმაციის სწორად მიღება და მისი ანალიზის უნარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. წიგნიერება და ერუდიციაც სხვა მნიშვნელობას იძენს, რომელიც, დღევანდელ ციფრულ სამყაროში, ხელს უწყობს არა მარტო თვალსაწიერის გაფართოებას ან გამოცდილების მიღებას, არამედ მოზარდებში წარმოსახვის უნარის, შემოქმედებითი პროცესების განვითარებას და მზა პასუხებისაგან დამოუკიდებლად, ინდივიდუალური აქტის მეშვეობით, საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას. ჩვენი ამოცანაა მოზარდებში სწორედ ამ პროცესებს მივცეთ ბიძგი“ – აღნიშნავს „ლეტერატოს“ დამფუძნებელი და დირექტორი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ „ლეტერატოს“ გუნდს: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას 3 (კომპლექსი „შენი სახლი ჯიქიაზე“)