ზაზა ფაჩულია “არქი ჯგუფის” პარტნიორი გახდა

თბილისი (BPI) – ზაზა ფაჩულია დეველოპერული კომპანია „არქი ჯგუფის“ პარტნიორი გახდა, – ინფორმაციას “არქი ჯგუფი” ავრცელებს.

კომპანიის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოჩნდა ზაზა ფაჩულიას მონაწილეობით სარეკლამო რგოლიც.

ზაზა ფაჩულია „არქი ჯგუფის“ სხვადასხვა პროექტში ჩაერთვება. დეველოპერული კომპანია ზაზასთან ერთად ბევრ საინტერესო პროექტს გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს ქართველმა კალათბურთელმა საქართველოში ბოლო ვიზიტისას „არქი ჯგუფში“ ბინაც შეიძინა.

„არქი ჯგუფი“ ლიდერი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში. ამ ეტაპზე კომპანიას აქვს 200.000 კვ.მ. დასრულებული და 140 000 კვ.მ მიმდინარე მშენებლობა.