ყვარელში სასტუმრო აშენდება

თბილისი (BPI) – ყვარელში სასტუმრო აშენდება.

სასტუმროს ყვარელში, თავისუფლების ქუჩა N4-ში არსებული 1027.00 კვ.მ.  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე კერძო პირი ბესიკ ხახანაშვილი ააშენებს. აუქციონზე გამოტანილი ქონება მან 293 000 ლარად შეიძინა.

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში განხორციელდება.

პროექტის ფარგლებში სულ რეალიზებულია 26 895 501 ლარის უძრავი ქონება, სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა მინიმუმ 58,2 მლნ ლარია.