წლიურმა ინფლაციამ ოქტომბერში 6,4%-ს მიაღწია

თბილისი (BPI) – საქართველოში წლიური ინფლაციის დონე ოქტომბერში 6,4%-ით განისაზღვრა.

“საქსტატის” მონაცემებით, ოქტომბერში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,8% შეადგინა.

საშუალო ინფლაციის დონე 5,1%-ით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ წელს ყველაზე მაღალი ინფლაციის დონე ქვეყანაში ივნისში იყო და ის 7,1%-ს აღწევდა, ყველაზე დაბალი კი იანვარში დაფიქსირდა და 1,8%-ს არ აღემატებოდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნულ ბანკს მიზნობრივი ინფლაციის დონე 4%-ზე აქვს განსაზღვრული.