ვაშინგტონში პირველი ქართული რესტორანი 7 ნოემბერს იხსნება

თბილისი (BPI) – ვაშინგტონში პირველი ქართული რესტორანი იხსნება. “სუფრა”, რომელიც მუშაობას 7 ნოემბრიდან შეუდგება, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ჯონათან და ლაურა ნელმესებმა დააფუძნეს.

გამოცემა Eater Washington DC-ს ცნობით, რესტორნის მამოძრავებელი ძალა საქართველოს საელჩოს ყოფილი შეფ-მზარეული მალხაზ მაისაშვილი იქნება. რესტ9ორნის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ტრადიციული ქართული კერძები: ფხალი, ჭინჭარი ან მწვანე ლობიო ნიგვზით, ხინკალი, ჩანახი და სხვა. კერძები ქართული სანელებლებით იქნება შეზავებული.

რესტორანი სტუმრებს რამდენიმე სახეობის ქართულ ღვინოს (მათ შორის კომპანია “ორგოსა” და “ხოხბის ცრემლების” წარმოება, ასევე ქვევრის ნატურალური ღვინო “ნაოტარი”), ჭაჭას და სხვა.

რესტორანი 136 სტუმარზეა გათვლილი და ქართული ტრადიციული ელემენტებით (ფაფახითა და მაგიდის გადასაფარებელი) არის გაჯერებული.

ფოტო: dc.eater.com