უნიქარდის პარტნიორი ინტერნეტმარკეტი IBAZARI.GE გახდა

თბილისი (BPI) – უნიქარდის მრავალრიცხოვან პარტნიორთა სიას ibazari.ge  დაემატა. უნიქარდის ქულები მომხმარებელს ibazari.ge-დან შეძენილ ნებისმიერ პროდუქტზე დაერიცხება. ქულების დასაგროვებლად, საკმარისია www.ibazari.ge ზე რეგისტრაციისას, ან პირად ინფორმაციაში უნიქარდ ბარათის ნომრის მითითებისას.

www.ibazari.ge -ზე წარმოდგენილ სხვადასხვა პრუდუქციაზე უნიქარდის სხვადასხვა რაოდენობის ქულა გროვდება.

ინტერნეტ მარკეტი iBazari.ge საშუალებას გაძლევთ სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ უმაღლესი ხარისხის საკვები პროდუქტები. გთავაზობთ თავისუფალ არჩევანს, მაქსიმალურ ხარისხს და დაბალ ფასებს.

​iBazari.ge არ ახორციელებს შემოთავაზებული პროდუქციის წარმოებას ან იმპორტს, რაც საშუალებას აძლევს იყოს მაქსიმალურად ობიექტური და ორიენტირებული თქვენს ინტერესებზე.