თურქული კინობიზნესი მზარდია

თბილისი (BPI) – თურქული კინობიზნესი მზარდია.

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის ნაბუ ავჯის განმარტებით, 2015 წელს მხოლოდ 9 თურქული ფილმი გადაიღეს, დღეისათვის კი ეს მაჩვენებელი უკვე 139 ფილმამდეა გაზრდილი.

მინისტრის თქმით, კინო სექტორი სწრაფად იზრდება. მიმდინარე წელს თურქეთის კინოთეატრებს სულ 55 მლნ ვიზიტორი ჰყავდათ, საიდანაც 30 მლნ მაყურებელი კინოთეატრში სწორედ თურქული ფილმების სანახავად მივიდა.

2016 წელს კინოს მხარდაჭერისათვის თურქეთის სახელმწიფო ბიუჯეტმა 28,5 მლნ ლირა გამოყო, წელს კი კინოს ინდუსტრია ბიუჯეტიდან ჯამში 40 მლნ ლირას მიიღებს.