თურქმენეთი და საქართველო სატრანსპორტო-სატრანზიტო მიმართულებით თანამშრომლობას ავითარებენ

თბილისი (BPI) – თურქმენეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოსსაგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე თურქმენ კოლეგას რაშიდ მერედოვს შეხვდა. მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის გააქტიურებული თანამშრომლობა და მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების ინტესნიფიკაცია, რაც ახალ იმპულსს სძენს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას სხვადასხვა სფეროებში.

რაშიდ მერედოვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ვიცე-პრემიერს აშხაბადში მიმდინარე საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციაში მონაწილეობისათვის, თავის მხრივ მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას ენერგეტიკული ქარტიის საქმიანობაში და აღნიშნა ორგანიზაციაში თურქმენეთის წარმატებული თავმჯდომარეობა.

შეხვედრაზე განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოს და თურქმენეთის თანამშრომლობის დიდ პოტენციალს სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროებში. ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ აღინიშნა 2017 წლის 15 ნოემბერს აშხაბადში საქართველოსა და თურქმენეთის მონაწილეობით ახალი საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ლაპის-ლაზულის ხუთმხრივი შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობას.

როგორც მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და თურქმენეთში ხორციელდება შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროეტები აღნიშნული მარშრუტის განსავითარებლად და იმედი გამოთქვეს რომ შესაბამისი პოლიტიკური მხარდაჭერითა და კერძო სექტორის ჩართულობით ლაპის ლაზულის სატრანსპორტო დერეფანი ხელს შეუწყობს პროექტში ჩართული ქვეყნებისა და რეგიონის განვითარებას და მათ დაკავშირებას ევროპასთან.

მხარეებმა აღნიშნეს ორივე ქვეყნის მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში, რაც მნიშვნელოვანი პირობაა არა მხოლოდ საქართველოსა და თურქმენეთის, არამედ მთლიანად რეგიონის განვითარებისთვის. მინისტრებმა გამოთქვემს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. საქართველოს ვიცე-პრმიერი აშხაბადს 2017 წლის 28-29 ნოემბერს სტუმრობს. მიხეილ ჯანელიძე მონაწილებს თურქმენეთის თავმჯდომარეობით საერთაშორისო ენრგეტიკული ქარტიის კონფერენციის 28-ე შეხევდრაში.