თურქეთი შავ ზღვაში ხელოვნურ კუნძულს აშენებს

თბილისი (BPI) – თურქეთი შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნურ კუნძულს აშენებს. კუნძული ტრაბზონის პროვინციაში, ქვეყნის სამრეწველო განვითარების პროგრამის ფარგლებში შენდება.

კუნძულის მშენებლობის შესახებ ქვეყნის მეცნიერების, მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ფარუხ ოზლიუმ განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთი დაინტერესებულია ტრაბზონის მახლობლად კიდევ 5 ხელოვნური კუნძული ააგოს.

„ინდუსტრიული ქალაქების მშენებლობა თურქეთის ეკონომიკას კიდევ უფრო გაზრდის“, – აღნიშნა მინისტრმა.

ქვეყანა ხელოვნური კუნძულების მშენებლობით, ინდუსტრიაში იმპორტდამოკიდებულების შემცირებას გეგმავს.