თურქეთი საჰაერო პოლიციას ქმნის

თბილისი (BPI) – თურქეთი საჰაერო პოლიციას ქმნის. შესაბამისად ამიერიდან რესპუბლიკის ტერიტორიაზე ავიალიანერები საჰაერო პოლიციის თანხლებით იმოძრავებენ.

თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს ახმეტ არსლანის განმარტებით, საჰაერო პოლიციის თანამშრომლები რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების აქტიური წევრები გახდებიან. თუმცა მანამდე ისინი სპეციალურ წვრთნებს გაივლიან.

თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროში განმარტავენ, რომ საჰაერო პოლიციის მიერ ავიარეისების “გაცილება” დადებითად იმოქმედებს რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. აღსანიშნავია, რომ ამ უწყების შექმნა ბოლო ორი წლის განმავლობაში განიხილებოდა. ზუსტი თარიღი თუ როდის დაიწყებს საჰაერო პოლიცია ოპერირებას ჯერ კიდევ უცნობია.