თურქეთი იზმირის ყურეში ხიდისა და წყალქვეშა გვირაბის მშენებლობას გეგმავს

თბილისი (BPI) – თურქეთი იზმირის ყურეში ხიდისა და წყალქვეშა გვირაბის მშენებლობას გეგმავს.

როგორც Hurriyet Daily News-ი თურქეთის ტრანსპორტის მინისტრზე ახმეტ არსლანზე დაყრდნობით იტყობინება, ხიდი და გვირაბი მეგაპოლისის გარშემო მთლიან ჯაჭვს შეკრავს და ქალაქში ავტოსაგზაო მოძრაობას განტვირთავს.

პროექტის ღირებულება მინისტრს არ დაუკონკერეტებია. პროექტის წინასწარი დასეხელება კი İzmir Gulf Passage იქნება.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ერზერუმსა და პროვინცია რიზეს შორის გვირაბის მშენებლობაზეც, რომელიც საქართველოსთან, კონკრეტულად ბათუმთან ახლოს მდებარეობს.

მისი თქმით,  Mount Ovit Tunnel-ი ახალი სავაჭრო ხაზის ჩამოყალიბებას დაუდებს სათავეს და თურქეთის სამხრეთ ნაწილს ქვეყნის ცენტრალურ პროვინციებთან საზღვაო მიმოსვლის გააქტიურებას შეუწყობს ხელს. გვირაბის სიგრძე სულ 14,3 კმ იქნება და ის ქვეყნის მასშტაბით სიდიდით მეორე გვირაბი გახდება New Mount Zigana Tunnel-ის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს სტამბოლში, ბოსფორის ქვეშ პირველი წყალქვეშა გვირაბი უკვე ამოქმედდა.