Turkish Airlines-ი ფრენას სამარყანდის მიმართულებით იწყებს

თბილისი (BPI) – თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი 2018 წლიდან სამარყანდის მიმართულებით იწყებს ფრენას.

Turkish Airlines-ის ინფორმაციით, ავიაკომპანია 301-ე მიმართულებაზე იწყებს ოპერირებას და ეს არის უზბეკეთის სიდიდით მეორე ქალაქი.

როგორც ირკვევა, სამარყანდის მიმართულებით რეისები კვირაში ერთხელ განხორციელდება. უკვე ცნობილია, რომ სტამბოლიდან სამარყანდის მიმართულებით Turkish Airlines-ი პირველ რეისს 2018 წლის 16 მარტს განახორციელებს.