“თსუ ინოვაცია”-ში გამარჯვებული პროექტის ავტორი NASA-სთან თანამშრომლობას გეგმავს

თბილისი (BPI) – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის “თსუ ინოვაცია” ფარგლებში საუკეთესო სტუდენტური ინოვაციური პროექტები გამოვლინდა.

განათლების სამინისტროს ცნობით, საუკეთესო 8 პროექტი უნივერსიტეტის ფოიეში გამოიფინა, სამი საუკეთესო პროექტის ავტორებს კი ფულადი ჯილდო გადაეცათ.

პირველი ადგილის მფლობელი გახდა პროექტი: “ინოვაციური ავია-კოსმოსური ტექნოლოგიები”, რომლის ავტორიც ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი ქაჩლიშვილია. მისი პროექტით საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრები დაინტერესდნენ. სამინისტროს ცნობით, გიორგი ქაჩლიშვილი NASA-სთან თანამშრომლობას გეგმავს.