TOP-5 კრიპტოვალუტა

თბილისი (BPI) –  გამოშვებიდან ერთ დღე-ღამეში Bitcoin Cash-ის კაპიტალიზაციამ 7 მლრდ დოლარს გადააჭარბა, თუმცა მას ჯერჯერობით უსწრებს ბიტკოინი და Ether. RBC-მ გამოაქვეყნა კრიპტოვალუტების TOP-5 კაპიტალიზაციის მაჩვენებლით.

ბიტკოინი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ვირტუალური ვალუტა – ბიტკოინი. მისი პროტოკოლი შეიმუშავა ადამიანმა ან ადამიანთა ჯგუფმა სატოსი ნაკამოტოს ფსევდონომით. 2008 წელს ჰაკამოტოს ავტორობით გამოქვეყნდა სტატია Bitcoin: A Peer-to-Peer Electronic Cash System, რომელშიც აღწერილი იყო დეცენტრალიზებული ელექტრონული სისტემა, რომელიც აღარ საჭიროებს მესამე პირის დადასტურებას. 2016 წლის მაისში ავსტრალიელმა კრეიგ რაიტმა განაცადა, რომ ის იყო სისტემის შემქმნელი. ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია ამ დროისთვის 44,6 მლრდ დოლარს აღწევს.

Ether

საბაზრო კაპიტალიზაციის მოცულობით მეორე ადგილზეა Ether და 21 მლრდ-ს აღწევს. კრეპტოვალუტა რუსი წარმოშობის კანადელმა პროგრამისტმა ვიტალი ბუტერინმა შექმნა. Ethereum-ის გამოშვების დროს ანუ 2015 წელს ის 2,9 დოლარი ღირდა, დღეს კი 224 დოლარს შეადგენს.

Bitcoin Cash

მესამე ადგილზეა Bitcoin Cash. კრეპტოვალუტა 2017 წლის აგვისტოში გამოჩნდა მას შემდეგ რაც მომხმარებელთა ნაწილმა Bitcoin-ზე უარი თქვა და ის ახალი პროტოკოლით Segwit2x ჩანაცვლდა. ახალი პროტოკოლის სესაქმნელად საჭირო გახდა ახალი პროგრამულუი უზრუნველყოფა, რომელსაც ბიტკოინის მფლობელები გამოიყენებდნენ. ამის შემდეგ ბიტკოინის ბლოკის მოცულობა 1 მეგაბიტიდან 2 მეგაბიატმდე გაიზარდა. ამგვარი განახლების შესახებ ცნობილი ივლისის შუა რიცხვებში გახდა შესაძლებელი, თუმცა მომხმარებელთა ნაწილი აცხადებს, რომ არ აპირებს ამ ახალი პროგრამის გამოყენებას.

Bitcoin Cash-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 7,3 მლრდ დოლარია.

Ripple

მეოთხე ადგილზეა Ripple. Ripple-ის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ ის უზრუნველყოფს სწრაფ გადარიცხვებს ნებისმიერი ფორმით. სისტემა მოქმედებაში 2012 წელს ჩაეშვა და ბანკების დიდი ინტერესი გამოიწვია. 2017 წლის აპრილის მონაცემებით, Ripple-ის კლიენტებს შორის 75 ბანკია მათ შორის ისეთი გიგანტები როგორებიც BBVA, StandardChartered და Bank of America არიან. ამ მომენტისათვის Ripple -ის კაპიტალიზაცია 6,7 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Litecoin

მეხუთე ადგილზე საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებლით Litecoin-ია. სისტემა 2011 წელს გამოჩნდა. მისი შემქმნელი Google-ის ყოფილი თანამშრომელი ჩარლი ლია. ის ტრანზაქციების სისწრაფით და დაცულობის მეტი ხარისხით გამოირჩევა. მაღალია მისი ლიკვიდურობაც, შესაბამისად, კომერციულ ოპერაციებში აქტიურად გამოიყენება. Litecoin-ია საბაზრო კაპიტალიზაცია 2,2 მლრდ დოლარს აჭარბებს.