თიბისის საბაზრო კაპიტალიზაცია ლონდონის ბირჟაზე GBP 912.5 მლნ-მდე შემცირდა

თბილისი (BPI) –  ლონდონის ბირჟის გასული სასესიო კვირა ქართული კომპანიებისთვის არამომგებიანი იყო. აქციები გაიაფდა და გაყიდვების ზრდის ტემპაც იკლო.

კვირის ბოლოს “თიბისის” (TBCB LI) აქციის ფასი 17 გირვანქა სტერლინგი (GBP) იყო, 2.35%-ით (w.w)  შემცირდა და  სულ. 96 000 აქცია იყო ნავაჭრი.  ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 25 000 აქცია შეადგინა.

საანგარიშო კვირას თიბისის საბაზრო კაპიტალიზაცია GBP 912.5 მლნ-მდეა შემცირებული (19.09.2017 – GBP 921.5 მლნ).

აქციების ფასის თვის დინამიკა  დადებითია +6.18%(m.m).