თიბისის კაპიტალიზაცია 50 მლნ-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – “თიბისის” (TBCB LI) აქციის ფასი 17.33 გირვანქა სტერლინგამდე (GBP) გაიზარდა.

გასული სასესიო კვირა GBP 17.22-ით დაიხურა (+1.18%w.w; +5.8%m.m). სულ, 99 000 აქციაა ნავაჭრი.

ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 32 000 აქცია შეადგინა.

“თიბისის” საბაზრო კაპიტალიზაცია GBP 910.4 მლნ-ია (L/m– GBP 861მლნ).