“თიბისიმ” გამარტივებული აგროსესხის ახალ შეთავაზებაზე განაცხადა

თბილისი (BPI) – “თიბისიმ” გამარტივებული აგროსესხის  ახალ შეთავაზებაზე განაცხადა.

გამარტივებული სესხი პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილე ფერმერებისთვისაა.

„ბაღების კომპონენტით“ ბენეფიციარებითვის ფინანსური და ტექნიკური დახმარებაა გათვალისწინებული. გრანტის სახით  –  შესაძენი ნერგების ღირებულების 70%, ხოლო თანამედროვე სარწყავი სისტემის გასამართად საჭირო თანხის 50%.  დარჩენილი თანხას კი  თიბისი ბანკისგან მოიზიდავენ.

სესხის თანხა 10 000 ლარამდეა, საპროცენტო განაკვეთი 18%-დან, მსესხებელს ეძლევა შესაძლებლობა შემოსავლების დადასტურების გარეშე, მხოლოდ მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფით ან/და შემოსავლების დადასტურების შემთხვევაში უზრუნველყოფის გარეშე მიიღოს ზემოთხსენებული სესხი.

მსესხებელს მფლობელობაში ჰქონდეს  1 ჰა მიწის  ნაკვეთი მაინც (რეგიონები: კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა მთიანეთი, სამცხე ჯავახეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი – ქვემო სვანეთი).

„თიბისი ბანკი 2015 წლიდან აქტიურად არის ჩართული აგრო მიმართულების დაფინანსებაში. ჩვენს კლიენტებს არაერთი პროექტი შევთავაზეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, რაც აგრო სექტორში ჩართულ ადამიანებს თავიანთი საქმიანობის განვითარებაში ეხმარება. ამჯერად, შევიმუშავეთ პროექტი „დანერგე მომავალი თიბისი ბანკთან ერთად“, რაც ფიზიკურ პირებს საშუალებას აძლევს დარჩენილი სამუშაოების დასასრულებლად ისარგებლონ აგრო სესხის გამარტივებული პირობებით და შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ წვლილი შევიტანოთ ქვეყნის აგრო სექტორის განვითარებაში და საშუალება მივცეთ ფიზიკურ პირებს განავითარონ საკუთარი ბიზნეს მიმართულებები,“ – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნინო მასურაშვილმა.