თიბისი რაგბის სერიები – ბორჯღალოსნები კანადისა და აშშ-ს ნაკრებებს დაუპირისპირდებიან

თბილისი (BPI) – საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის ტესტებზე კანადისა და აშშ-ს ნაკრებებს დაუპირისპირდება.

პირველ მატჩს  ბორჯღალოსნები 11 ნოემბერს კანადის წინააღმდეგ დინამო არენაზე (18:00 სთ-ზე) გამართავენ, სეზონის ბოლო მატჩს კი 25 ნოემბერს მიხეილ მესხის სტადიონზე (18:00 სთ-ზე) აშშ-ს ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

2017 წლის საერთაშორისო ტესტ-სერია თიბისი ბანკის ეგიდით იმართება და  “თიბისი რაგბის სერიები” ერქმევა.

ნოემბერში ბორჯღალოსნები კიდევ ერთ გავსლით მატჩს 18 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ გეგმავენ, თუმცა ეს მატჩი “თიბისი რაგბის სერიების” ნაწილი არ არის.

ტესტებთან დაკავშირებით საქართველოს რაგბის კავშირისა და თიბისი ბანკის ერთობლივი პრესკონფერენცია 24 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თიბისი ბანკის სივრცეში (ატენის ქ.2, მე-5 სართული) გაიმართება.

პრესკონფერენციის არანაკლებ მნიშნელოვანი თემა ტესტ-სერიის ბილეთების გაყიდვის დაწყებაა, რომელიც 25 ოქტომბერს ონლიან რეჟიმში tkt.ge-ს პლატფორმაზე დაიწყება. სალაროებში კი გულშემატკივარი ბილეთების შეძენას სამატჩო დღეებამდე 1 კვირით ადრე შეძლებენ.