“ტექნო ბუმი” გლდანის ახალ სავაჭრო ცენტრში ფილიალს ხსნის

თბილისი (BPI) – გლდანის ახალი სავაჭრო ცენტრში ტექნო ბუმისა და ჰიპერმარკეტ ჯიბის ფილიალები გაიხსნება.

ტექნო ბუმში ამბობენ, რომ ფილიალი გამორჩეული იქნება დიდი ასორტიმენტითა და ყველაზე დაბალი ფასებით საქართველოში.

გახსნასთან დაკავშირებით დღეს კომპანია 17:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე ფასდაკლებებსა და უამრავ სიურპრიზს ჰპირდება მომხმარებელს, იქნება საჩუქრები და გასართობი ღონისძიება, ყველა სტუმარი დასაჩუქრდება ფასდაკლების ვაუჩერებით.

23:00 საათზე კომპანია გამოვლენს ყველაზე იღბლიან მომხმარებლებს, რომლებიც  დასაჩუქრდებიან: მაცივრებით, ნოუთბუქებით, სმარტფონებით, სარეცხი მანქანებით ტელევიზორებით,  ჰიპერმარკეტის 200  ლარიანი ბარათებით და სხვა უამრავი ტექნიკით. სუპერ პრიზის მფლობელი გაემგზავრება ერთ კვირიანი, ორკაციანი საგზურით ანტალიაში, 5 ვარსკვლავიან სასტუმროში.