თელავში რეგიონალური ინოვაციების ჰაბი გაიხსნება

თბილისი (BPI) – თელავში რეგიონალური ინოვაციების ჰაბი გაიხსნება. ჰაბის გახსნასთან დაკავშირებით, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და თელავის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, თელავში, რუსთაველის №11 მდებარე შენობაში ინოვაციების ცენტრი მოეწყობა. ასევე, რეგიონში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში სტარტაპების გენერირების და სააგენტოს მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა იგეგმება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ მოაწერეს.