თბილისში Panasonic-ის ახალი შოურუმი იხსნება

თბილისი (BPI) – მსოფლიო ლიდერი ბრენდის, Panasonic-ის პარტნიორი, შპს „მზე“ 20 წლის ხდება.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თბილისში Panasonic-ის ახალი შოურუმი ბელიაშვილის ქუჩაზე 13 ოქტომბერს 18:00 საათზე გაიხსნება.

შოურუმს Panasonic-ის რეგიონული წარმომადგენელი კოჯი ტერაჯიმა და შპს „მზე“-ს დამფუძნებელი ივანე გაგუა გახსნიან. ღონისძიებას დაესწრებიან იაპონიის ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა და JIKA (Japan International Cooperation Agency) იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონული ხელმძღვანელი იუკიჰიკო ეჯერი.

შპს „მზე“ საქართველოში 1997 წლიდან ფუნქციონირებს როგორც მოტოროლას ოფიციალური პარტნიორი. 2001 წლიდან კი აქტიურად თანამშრომლობს იაპონურ ბრენდთან -Panasonic.