თბილისში Ministry of Data-ს ჰაკათონი გაიმართება – გამარჯვებული გუნდი $2500-ს მიიღებს

თბილისი (BPI) – ბალკანეთის ქვეყნების შემდეგ, Ministry of Data შავი ზღვის რეგიონში გადმოინაცვლებს. ჰაკათონში, რომელიც თბილისში 16-17 ნოემბერს გაიმართება, მონაწილეობას სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეები მიიღებენ.

გამარჯვებული გუნდი პრიზად 2500$ მიიღებს.

პროექტში მონაწილე ქვეყნებისთვის შეიქმნა დავალებები, რომლებზეც შერჩეული გუნდები იმუშავებენ. საქართველოში გუნდები პროექტებს ტურიზმის შესახებ 2005 წლიდან დღემდე არსებულ მონაცემებზე, ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჩართულობასა და სახელმწიფო ბიუჯეტზე შექმნიან.

თითოეული ქვეყნიდან 3 გუნდი შეირჩევა, რომლებიც იდეებს თბილისში, DataFest-ზე წარადგენენ. პროექტში გამარჯვებული გუნდი პრიზის სახით 2,500 $ მიიღებს. გამარჯვებულ გუნდს პროექტზე სამუშაოდ ერთი თვე მიეცემა, რომლის განმავლობაშიც მას მენტრობას ForSet-ის გუნდი გაუწევს.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია 30 სექტემბრამდე უნდა გაიარონ. შერჩეულ კანდიდატებს 10 ოქტომბრამდე დაუკავშირდებიან.
სარეგისტრაციო ფორმა: http://bit.ly/MinistryOfData_BlackSea