თბილისის აეროპორტის აეროდრომი ICAO-ს სახანძრო დაცვის დონის მეცხრე კატეგორიაზე გადადის

თბილისი (BPI) – 2017 წლის ნოემბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომი, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სახანძრო დაცვის დონის მეცხრე კატეგორიაზე გადადის.

„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, აღნიშნული სიახლით თბილისის საერთაშორის აეროპორტი მეცხრე კატეგორიის ბორტების მიღებას უზრუნველყოფს.