თანხების გამოთავისუფლება ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე მოხდება – გიორგი კაკაურიძე

„ძირითადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დეპარტამენტები დარჩება იგივე,  რადგან სამინისტროებს ფუნქციები არ ეცვლება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ სამინისტროებში დაგეგმილი რეორგანიზაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

კაკაურიძის განმარტებით, თანხების გამოთავისუფლება ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე მოხდება.

„ცვლილებებით გამოწვეული ოპტიმიზაციის  შესახებ ზუსტად მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ახალი ხელმძღვნელები მივლენ შესაბამის, გაერთიანებულ სტრუქტურებში და გადაწყვეტენ, როგორი სტრუქტურით უნდა იმუშაოს ახალმა უწყებებმა.

მანამდე, რა თქმა უნდა,  შეუძლებელია დასახელება, თუ რა მოცულობის ხარჯების ოპტიმიზაცია იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.