სტუ-ს ბაზაზე დაარსებული ტექნიკური გადამზადების ცენტრი პირველ სტუდენტებს მიიღებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსებული ტექნიკური გადამზადების ცენტრი პირველ სტუდენტებს მიიღებს. პროგრამას სახელმწიფო აფინანსებს 100%-ით ახალ პროფესიულ პროგრამებზე :
● მექანიკური ინჟინერიის ტექნიკოსი
● მაღალი ძაბვის ელექტრიკოსი
● მექატრონიკის ტექნიკოსი
● სამრეწველო ავტომატიზაციის ტექნიკოსი

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ყველა პროგრამა შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და წარმატებული კურსდამთავრებულები, პროფესიული განათლების დიპლომთან ერთად, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ გერმანულ სერტიფიკატს მიიღებენ.

თეორიული კურსის პარალელურად, სტუდენტები პრაქტიკულ უნარებს დაეუფლებიან უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო ლაბორატორიებში და სასწავლო პრაქტიკას გაივლიან საქართველოს ბაზარზე მოქმედ წამყვან კომპანიებში.

სწავლების პროცესი მორგებული იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირების მოთხოვნებზე.

ტექნიკური გადამზადების ცენტრის კურსდამთავრებულები წარმატებით დასაქმდებიან ენერგეტიკის და კომუნიკაციის სფეროებში, მანქანათმშენებლობის სექტორში, მსუბუქ და კვების მრეწველობაში და სხვ.

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 15 ოქტომბრამდე მიმდინარეობს ვებგვერდზე https://vet.emis.ge