სოფელ ჭრებალოში არსებულ სპორტულ სკოლას ჭიდაობის ფედერაციამ ახალი ხალიჩა გადასცა

თბილისი (BPI) – სოფელ ჭრებალოში საერთაშორისო სტანდარტების ორხალიჩიანი საჭიდაო დარბაზი გაიხსნა.

მის მშენებლობას საფუძველი იანვარში ჩაეყარა ამბროლაურის გამგეობისა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის თანადგომით, დარბაზი ექსპლუატაციაში ოფიციალურად 2017 წლის 15 ოქტომბერს შევიდა. ჭიდაობის ფედერაციამ ჭრებალოს სპორტულ სკოლას ხალიჩა გადასცა და მომავალშიც დაპირდა მხარდაჭერას სავარჯიშო ინვენტარის კუთხით.

საჭიდაო ბაზას ასევე ექნება სასტუმროს ტიპის სახლი, რომელიც 25 ადამიანზე იქნება გათვლილი, სადაც ამ მომენტისთვის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

დარბაზი და სასტუმრო საერთაშორისო სტანდარტებზეა გათვლილი და მომავალში საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობაზე ექნება პრეტენზია.

“აიპრესი”