სითი მოლი ქავთარაძეზე ფართოვდება

თბილისი (BPI) – სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი – საბურთალო“ ფართოვდება.

გაფართოებულ ცენტრში საერთაშორისო ბრენდული მაღაზიები და კვების ობიექტები გაიხსნება. მოეწყობა გასართობი ცენტრიც. როგორც “სითი მოლში” აცხადებენ, გაფართოების შემდეგ, 2018 წლიდან სითი მოლი საბურთალოს სრულად დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნას.

ამ ეტაპზე ქავთარაძის N1-ში მდებარე ”სითი მოლის” შენობის ფართი 17,000 მ²-ია, ახალი შენობა კი 36 000 მ²-ზე იქნება განთავსებული და ბიზნესცენტრის გარეშე, 87,000 მ² იქნება, საიდანაც 57,000 მ² გასაქირავებელი ფართს დაეთმობა. ცენტრს ექნება 1500 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი.