სესხების შეფარდება მშპ-სთან 53.1%-ია

თბილისი (BPI) –  საბანკო სექტორის აქტივები, მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ), 88.5%-მდეა გაზრდილი (01.10.2016 -77.9%).

ეროვნული ბანკის სტატისტიკით,  გაზრდილია  დეპოზიტების  მშპ-სთან შეფარდების მაჩვენებელიც – 50.2%-მდე  (01.10.2016 -44.7%).

სესხების შეფარდება მშპ-სთან 53.1%-ია (01.10.2016 – 48.3%);.

აღნიშნული მაჩვენებლების განსაზღვრისას სებ-მა, ბოლო 4 კვარტლის მშპ-ის მაჩვენებლით იხელმძღვანელა. მონაცემები ნოემბრის ბოლოს განახლდა (https://www.nbg.gov.ge, ცხრილი – MGDP).