სერგეენკო: თამბაქოს კონტროლის პოლიტიკა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია

თბილისი (BPI) – ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ თამბაქოს კონტროლის პოლიტიკა და სტრატეგია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია.

საკითხზე მინისტრმა “იმედის” ეთერში ისაუბრა. განაცხადა, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია პირველ რიგში ნახულობს, არის თუ არა ქვეყანაში ქმედითი თამბაქოს კონტროლის პოლიტიკა.

მინისტრი მნიშნელოვნად მიიჩნევს იმ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ მიიღო და კანონის შესაბამისად, მომავალი წლიდან ეტაპობრივად ამუშავდება და მოიცავს ცალსახა ინტერვენციებს, როგორიცაა სრული აკრძალვა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, შესაბამისი ჯარიმებით.

დავით სერგეენკოს თქმით, დადასტურებულია, რომ მსგავსი პოლიტიკა ამცირებს თამბაქოს მოწევის დაწყების მსურველთა რაოდენობას და ზრდის მასზე თავის დანებების რაოდენობას. ანუ, ზიანის შემცირების ფაქტორი ძალიან დიდია.