SCAT-ი 20 წლისაა და იუბილესთან დაკავშირებით ფასდაკლების აქციას აცხადებს

თბილისი (BPI) – ყაზახური ავიაკომპანია SCAT-ი 20 წლისაა და იუბილესთან დაკავშირებით ავიაკომპანია 20%-მდე ფასდაკლების აქციას აცხადებს.

SCAT-ის ინფორმაციით, აქცია შეეხება საქართველოს მიმართულებასაც. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, აქციის ფარგლებში ფასდაკლებული ავიაბილეთების რეალიზაცია მიმდინარეობს საიტზე Chocotravel, რომელიც 3 დეკემბრამდე გასტანს.

აქციის ფარგლებში შეძენილი ბილეთებით კი მოგზაურობის დაგეგმვა 2018 წლის 28 მარტამდე პერიოდში უნდა მოხდეს. აქცია არ ვრცელდება 2017 წლის 25 დეკემბრიდან 2018 წლის 10 იანვრამდე განხორციელებულ რეისებზე.