სარკინიგზო ინფრასტრუქტურის რეიტინგში საქართველო 38-ე ადგილზეა

თბილისი (BPI) – საქართველო სარკინიგზო ინფრასტრუქტურის რეიტინგში 38-ე ადგილზეა. რეიტინგი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაქვეყნა, სულ 106 ქვეყანაა წარმოდგენილი.

რეიტინგი ფორუმის სპეციალისტებმა ტურისტული კონკურენტუნარიანობის ინდექსის მაჩვენებელში გამოიყენეს და ქვეყნებში სარკინიგზო ინფრსტარუქტურის ხარისხს განსაზღვრავს. რეიტინგის შედგენისას გაითვალისწინეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და ხარისხობრივი მაჩვენებელი.

რეიტინგში იაპონია ლიდერობს, მეორე ადგილზე მოხვდა შვეიცარია, მესამეზე კი – ჰონგ-კონგია. ათეულში შედინ საფრანგეთი, სინგაპური, ფინეთი, ჰოლანდია, ესპანეთი, კორეა და ტაივანი.

ბოლო ადგილზე ურუგვაი მოხვდა, რაც შეეხება რუსეთს, ის 25-ე ადგილზეა, უკრაინა – 34-ე, სომხეთი 66-ე, აზერბაიჯანი – 29-ე, თურქეთი – 55-ე,  ყაზახეთი – 26-ე.