საქართველოსა და ქუვეითს შორის საჰაერო მიმოსვლის სიხშირე იზრდება

თბილისი (BPI) – ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანია Wataniya Airways-ი საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის.

ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან, რომელიც ოქტომბრის ბოლო კვირას შედის ძალაში, ელ-ქუვეითი-თბილისი-ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.

Wataniya Airways-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის ავიარეისები კვირაში 2 სიხშირით სრულდებოდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რეგულარული რეისების გაზრდილი სიხშირით შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე თვეში მიანიჭა.