საქართველოს უნივერსიტეტში მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრი და ბიბლიოთეკა გაიხსნა

თბილისი (BPI) – საქართველოს უნივერსიტეტის ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრი და ბიბლიოთეკა მკითხველებს ელის. ცენტრი რამდენიმე დღის წინ გაიხსნა და მისი მიზანია სტუდენტების, გამოცდილ მკვლევართა აკადემიური მხარდაჭერა და  ეთნო-პოლიტიკის და ერის მშენებლობის პრობლემატიკის კვლევების წახალისება.

როგორც მისი ხელმძღვანელი გიორგი სორდია აცხადებს, ცენტრი მზადაა უმასპინძლოს არა მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, არამედ ყველა დაინტერესებულ მკითხველს.

“ბიბლიოთეკაში დაცული მასალა მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო რესურსი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებთათვის, უფლებადამცველებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის”.

მისივე თქმით, ბიბლიოთეკა და რესურს ცენტრი აღჭურვილია აკადემიური და პრაქტიკული ხასიათის ლიტერატურით ეთნიკურობის, ნაციონალზმის, კულტურული მრავალფეროვნების, ეთნიკური პოლიტიკის, უმცირესობათა უფლებების, ეთნოგრაფიისა და გეოგრაფიის მიმართულებით.

ბიბლიოთეკის რესურსები მოიცავს როგორც უახლეს, ასევე მე-19 და მე-20 საუკუნის იშვიათ და რარიტეტულ გამოცემებს ქართულ, გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, თურქულ და რუსულ ენებზე, რომელთა დიდი ნაწილის გაცნობის შესაძლებლობა პირველად ეძლევა ქართველ მკითხველს.

როგორც “საქართველოს უნივერსიტეტის” სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი ნათია კალაძე აცხადებს, ბიბლიოთეკის და რესურს ცენტრის დაარსებით შეიქმნება სივრცე საჯარო დისკუსიებისა და პრეზენტაციებისათვის, რომელთა მიზანი იქნება საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა თუ რეგიონის კულტურული და ეთნო-პოლიტიკური პრობლემატიკის გაშუქება და ცნობიერების ამაღლება კულტურული მრავალფეროვნების და ტოლერანტობის შესახებ.

Image may contain: 1 person, standing, beard and indoor

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …