საქართველოს მოსწავლე-ნატურალისტთა გუნდი მსოფლიო რეიტინგის ლიდერია

თბილისი (BPI) – ქართველმა მოსწავლეებმა ჩინეთში გამართულ ახალგაზრდა ნატურალისტთა მე-5 საერთაშორისო ტურნირზე წარმატებას მიაღწიეს.

განათლების სამინისტროს ცნობით, ტურნირზე 11 ქვეყნის 18 გუნდი მონაწილეობდა, ქართველმა მოსწავლეებმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ამ შედეგებით საქართველოს გუნდი თანატოლ ნატურალისტებს შორის მსოფლიო რეიტინგის ლიდერი გახდა.