საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა კიდევ ერთი პოლიკლინიკა იყიდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (GHG)  კიდევ ერთი კლინიკის შეძენაზე განაცხადა.

ჯგუფის ცნობით,  პოლიკლინიკა, რომელსაც 20 000 რეგისტრირებული პაციენტი ჰყავს, ორთაჭალაში მდებარეობს. ის არის ახალი კლასტერის საწყისი.

პოლიკლინიკა ყველა ასაკის პაციენტს ამბულატორიული მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს.

GHG-ში გარიგების სხვა დეტალებზე არ საუბრობენ, აღნიშნავენ, რომ ახალი შენაძენი მათი სტრატეგიის ნაწილია, გააფართოვონ ჯანდაცვის სექტორში მომსახურება პოლიკლინიკების ქსელის დახმარებით.

ამჟამად ჯგუფის მფლობელობაში 12 ამბულატორიული კლასტერია.

gbc.ge