საქართველო მსოფლიო ბაკთან ჩარჩო ხელშეკრულებას გააფორმებს

თბილისი (BPI) – საქართველო მსოფლიო ბაკთან 2017-2020 წლების ჩარჩო ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში გააფორმებს.

ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერსა და აღნიშნული ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს ფრენკ ჰიმსკერკს სომხეთის ქალაქ დილიჟანში შეხვდა. შეხვედრა  საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ქვეყნების ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს მსოფლიო ეკონომიკური ტენდენციები და გამოწვევები, და ასევე დოლარიზაციის მაღალ კოეფიციენტი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა არაერთი ქვეყნის მთავრობისა და ცენტრალური ბანკისთვის.

შეხვედრაზე ასევე განხილეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე მსოფლიო ბანკის შესაძლებლობები, მომავალში მხარი დაუჭიროს საქართველოს განვითარებას ორივე მიმართულებით.