საქართველო დაფნის ფოთლის ერთ-ერთი დიდი ექსპორტიორია მსოფლიოში

თბილისი (BPI) – საქართველო დაფნის ფოთლის ერთ-ერთი დიდი ექსპორტიორია მსოფლიოში. ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში წარმოებული დაფნის ფოთოლი თითქმის მთლიანად გადის ექსპორტზე და დიდი პოპულარობით სარგებლობს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.

საქართველოში დაფნის ფოთლის 49 ექსპორტიორია, მათ შორისაა შპს „ქართული დაფნა“, რომელსაც სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ვანის რაიონის სოფელ ბზვანში მდებარე სახელმწიფო ქონება გადაეცა.

საწარმო “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ „ქართული დაფნა“ საკუთარი პროდუქცია ქუვეითში, კორეაში და ჰონგ-კონგში ექსპორტზე ცოტა ხნის წინ გაიტანა. ახალი საექსპორტო ბაზრის მოძიება და წარმატებული ხელშეკრულებების გაფორმება კომპანიამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით საკვები და სასმელი პროდუქტების წამყვან გამოფენებზე – GULFOOD 2017 და HOFEX 2017 მიიღო მონაწილეობის საფუძველზე შეძლო.