საქართველო ბიზნესის წარმოებისთვის საუკეთესო ევროპულ 20 ქვეყანას შორისაა

თბილისი (BPI) – European Chamber-ის კვლევის მიხედვით „საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესის წარმოებისთვის“ საქართველო მე-20 ადგილს იკავებს. 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა 4 პოზიციით, სარეიტინგო შეფასება კი გაიზარდა 64.7-დან 68.6-მდე.

შეფასებით საქართველო ევროპის ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორიცაა: ესპანეთი,იტალია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, უნგრეთი საბერძნეთი და სხვა.

ასევე აღსანიშნავია, რომ რეიტინგის მიხედვით საქართველო მნიშვნელოვნად უსწრებს რეგიონის ისეთ ქვეყნებს როგორიცაა: ბელარუსი, თურქეთი, სომხეთი, ყაზახეთი, მოლდავეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა.

European Chamber კვლევის ფარგლებში 46 ევროპულ ქვეყნაში ბიზნესის წარმოება შეფასდა, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების და Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსებს ეყრდობა. European Chamber-ის კვლევა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსების საშუალო მაჩვენებელს და ზომავს ბიზნესის კეთების კონტექსტს ბიზნეს გარემოს, კანონმდებლობის, ეკონომიკური პოლიტიკის, სოციალური კლიმატის და ბიზნესზე მოქმედი რეგულაციების ჩათვლით იღებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში მსოფლიოში მე-16 ადგილს იკავებს და 44-ე ადგილს Transparency International-ის კორუფციის აღქმის რეიტინგში. აღნიშნული პროგრესი ნათლად ასახავს საქართველოს მთავრობის მიერ მიმდინარე და ინიცირებული რეფორმების შედეგიანობას. რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, მთავრობა აქტიურად განაგრძობს მუშაობას საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის შემდგომ განვითარებას და საბოლოოდ დააჩქარებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.