Samsung-ი “ზუმერ ჯორჯიასთან” საქმიან ურთიერთობას წყვეტს

თბილისი (BPI) – Samsung-ი “ზუმერ ჯორჯიასთან” საქმიან ურთიერთობას წყვეტს, – ამასთან დაკავშირებით განხცადებას Samsung-ი ავრცელებს.

“გვსურს ვაცნობოთ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, რომ სამსუნგი წყვეტს საქმიან ურთიერთობას შპს “ზუმერ ჯორჯიასთან”. ზუმერი უკვე აღარ გახლავთ სამსუნგის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. გთხოვთ, შეიძინოთ სამსუნგის მობილური ტელეფონები, პლანშეტები და მათი აქსესუარები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით”, – ნათქვამია კომპანიის განხცადებაში.